Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (9:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი (წერეთლის 140)

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები;
** კარგი ვიზუალური გემოვნება და კრეატიული ხედვა;
** სასურველია არქიტექტურის, სამხატვრო ან დიზაინის მიმართულებით განათლება ან გამოცდილება.

მოვალეობები:

** მაღაზიების ვიზუალური იერსახის გაუმჯობესება და სტანდარტების დანერგვა;
** დიზაინერების გუნდთან ერთად კომერციული ვიტრინების კონცეფციაზე მუშაობა და შესრულება;
** პროდუქტის მანიშნებლების განთავსება და მართვა;
** პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია და კონტროლი გაყიდვებისა და მარაგების ეფექტურად მართვის მიზნით;
** ინტერიერ დიზაინერებთან მუშაობა მაღაზიის ფორმატის გაუმჯობესებისათვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ვიზუალური მერჩენდაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე