Робота для біженців з України
ციფრული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის ბულვარი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"თბილისის ბულვარი" - ახალი საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსია თბილისის ზღვაზე, რომელიც 30 ჰექტარზე ვითარდება და აერთიანებს როგორც საცხოვრებელ ისე საინვესტიციო უძრავ ქონებას.

"თბილისის ბულვარი" - ერთ სივრცეში აერთიანებს ზღვისპირა ცხოვრებას, თანამედროვე არქიტექტურას და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას.

ვაკანსიის დასახელება - Digital Manager (Content & Advertising)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენობას 20
სამუშაო დრო: სრული

აღნიშნულ ვაკანსიაზე ვეძებთ ადამიანს რომელიც პასუხისმგებელი იქნება ციფრული არხების მართვაზე, კონტენტის დაგეგმვა-შექმნაზე და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/ოპტიმიზაციაზე. პოზიცია მოიცავს როგორც სტრატეგიულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოს.

უძრავი ქონების, დეველოპერული პროექტების ციფრულ მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (სოციალური მედია, ვები, კამპანიები);
** ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შექმნის კოორდინაცია (პოსტები, სთორები, ვიდეოები, ბანერები);
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube და სხვ.);
** ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Facebook/Instagram Ads, LinkedIn Ads და სხვა პლატფორმები) დაგეგმვა, შექმნა, მართვა და მონიტორინგი;
** კამპანიების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** კონტენტის კალენდრის წარმოება და დედლაინების კონტროლი;
** ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ახალი სარეკლამო შესაძლებლობების აღმოჩენა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებთან თანამშრომლობა ლიდების გენერაციის, კონვერსიების გაზრდისა და კამპანიების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ედვერთაიზერის ან ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე;
** Google Ads-ისა და Facebook Ads Manager-ის პლატფორმების სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** Google Analytics-ის ცოდნა ანალიტიკური მონაცემების გასაანალიზებლად;
** კონტენტ-მარკეტინგისა და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე