|
დასახელება:
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თურსა
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის დამზადების ხარისხის კონტროლი (ნიმუშების შიდა ლაბორატორიული შემოწმება, მონაცემების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება);
** დამზადებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი, კომპანიაში დანერგილი ხარისხის სტანდარტის შესაბამისად;
** გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების რეგისტრაცია ჟურნალში და შესაბამისის ადრესატების დროული ინფორმირება დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ;
** დამზადების პროცესში აღმოჩენილი წუნდებული პროდუქციის ამოღება სამუშაო პროცესიდან შესაბამისი წესის დაცვით და წუნის გამომწვევი მიზეზების დადგენა;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების / ხარვეზების აღმოფხვრისთვის დაგეგმილი კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დროული შესრულების მონიტორინგი;
** დამზადებული პროდუქციის სარეალიზაციო სახის შერჩევითი კონტროლი (მარკირება, შეფუთვა);
** ჰიგიენური სტანდარტების კონტროლი;
** მექანიკური და ტექნოლოგიური შეცდომების კონტროლი;
** ადამიანური და მექანიკური შეცდომების მინიმიზაცია;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია, სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად;
** სამუშაო სივრცეში HACCP სტანდარტის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
** საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება
დამატებითი სარგებელი:
** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
პიროვნული უნარები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
** სისტემურობა და ორგანიზებულობა.
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@tursa.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "ხარიხის კონტროლის სპეციალისტი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|