Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი რეპორტიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი რეპორტიორი
მომწოდებელი: საქართველოს ამბები
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
"საქართველოს ამბები" სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორის პოზიციაზე.

ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე;
** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი);
** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე