|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გუმბათი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "გუმბათი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
განაკვეთი: სრული (დისტანციური მუშაობა არ განიხილება)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დასაქმებულ პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება/სათანადო წესით შენახვა;
** დასაქმებულთა შვებულების, ბიულეტენის, გაცდენების აღრიცხვა -კონტროლი;
** დასაქმებულთა გრაფიკების კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა ადმინისტრაციის შესაბამისი პირების ჩართულობით და პერიოდული განახლება;
** თანამშრომლის დანიშვნის, თანამდებობრივი ცვლილების და გათავისუფლების პროცესების დადგენილი წესებით განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა დისციპლინალური სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა;
** დასაქმებულებთან კომუნიკაცია და პრობლემური საკითხების განხილვა, მოგვარება;
** კომპანიაში არსებული ვაკანსიების ტექსტის მომზადება, დადგენილი წესით საჯაროდ განთავსება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა; სამშენებლო კომპანიაში არსებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.
ანაზღაურება - შეთანხმებით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Office@gumbatigroup.ge 2026 წლის 06 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი".
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს ვაკანსიის ვადის ამოწურვიდან ათი სამუშაო დღისა.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 1 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
"გუმბათი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|