|
დასახელება:
კოორდინატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ამბები
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"საქართველოს ამბები" თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
** საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების შესწავლისა და მათი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, კამპანიის დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
** "საქართველოს ამბების" გადამღები ჯგუფის დახმარება საველე და საოფისე სამუშაოებში;
** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით გადამღები ჯგუფის ტრანსპორტირება რეგიონებსა და თბილისში, ჯგუფის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის კარგი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომობილის მართვის B კატეგორია და სულ მცირე 3 წლიანი პრაქტიკული და ინტენსიური გამოცდილება (სავალდებულოა);
** ავტომობილის მართვის სრულყოფილი უნარები (აუცილებელია);
** მოძრაობის წესებისა და საავტომობილო გზების კარგი ცოდნა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (აუცილებელია);
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
** ტექნიკასთან (ვიდეოკამერა, დრონი, ვიდეო სამონტაჟო პროგრამები) მუშაობის სწრაფად ათვისების უნარები; გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულოა ორივე დოკუმენტის მოწოდება) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com ან შეავსეთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 20 იანვარი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
|
|
|
|