Робота для біженців з України
კაფეტერიის მზარეული - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეტერიის მზარეული
მომწოდებელი: ვილა მოსავალი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
მეღვინეობა/სასტუმრო კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ. 5 სამუშაო დღე 2 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობა:

** კერძების მომზადება არსებული კალკულაციების მიხედვით;
** პორციების განსაზღვრა პერსონალის რაოდენობის მიხედვით;
** ინვენტარისა და პროდუქტის მარაგების კონტროლი;
** სამზარეულოში უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** პროდუქტის მარაგების კონტროლი;
** უშუალო მენეჯერის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პოზიტიური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას.

ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@mosavaligroup.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "კაფეტერიის მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ვილლა მოსავალ-მა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე