|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ადეიშვილის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
"ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N 91
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ დღე
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** კლინიკის სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების უზრუნველყოფა;
** სამედიცინო სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** საოპერაციო ბიუჯეტის კონტროლი და ოპტიმალური მართვა;
** ფინანსური და მატერიალური რესურსის რაციონალური და ოპტიმალური გამოყენება;
** კლინიკაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** აქტივების რაციონალური მართვა და მონიტორინგი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და მონიტორინგი;
** კლინიკაში უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით პოლიტიკების შექმნა, დანერგვა და პროცესების მონიტორინგი;
** საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ხარჯთეფექტურობის ზრდა, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
** სამედიცინო აპარატურით კლინიკის მუდმივი უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** ინფრასტრუქტურის მართვასთან დაკავშირებული პრევენციული პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
** კლინიკაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის მონიტორინგი;
** საოპერაციო ხელშეკრულებების მართვა და მონიტორინგი;
** სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროცესისა და სამედიცინო პროექტების მართვა (დაგეგმვა, კოორდინირება, ზედამხედველობა, შესრულების ვადების კონტროლი), ტექნიკური უზრუნველყოფა.
** დასუფთავების სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი/მონიტორინგი;
** ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება და მისი შესრულებისათვის სამუშაოს გადანაწილება-კონტროლი, შემოწმება და შეფასება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ასევე პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 514744343. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|