Робота для біженців з України
საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ინგლისური ენის სკოლა – ლინგოსთარი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ჩვენ ვეძებთ საერთაშორისო პროექტების მენეჯერს, რომელიც შეძლებს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, პროექტების დაგეგმვასა და კოორდინაციას იდეიდან განხორციელებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა
** საერთაშორისო პარტნიორებთან (სკოლები, ორგანიზაციები, ფონდები) კომუნიკაცია
** პროექტების ფარგლებში მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების კოორდინაცია
** საერთაშორისო კონფერენციების, ტრენინგებისა და ბანაკების ორგანიზებაში მონაწილეობა
** პროექტების ვადებისა და პროცესების კონტროლი
** პროექტების დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება
** შიდა გუნდთან (მარკეტინგი, გაყიდვები, აკადემიური გუნდი) კოორდინაცია
** ახალი საერთაშორისო პარტნიორობებისა და პროექტების მოძიებაში ინიციატივის გამოვლენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სწავლა მომიჯნავე სფეროში (საერთაშორისო ურთიერთობები, განათლება, მენეჯმენტი, ინგლისური ენა)
** გამოცდილება პროექტების მართვაში (სასურველია საერთაშორისო მიმართულებით)
** ინგლისური ენი ცოდნა (წერილობითი და ზეპირი)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** მონაწილეობას საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით
** პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV careerssinternational@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო პროექტების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე