Робота для біженців з України
დამლაგებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".

კომპანია "ექსტრამითის" პავილიონი აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე, მისამართი: ცისფერყანწელების ქუჩა N 1 (პირველი სკოლის გვერდით, სიყვარულის ბაღში).

ჩვენ გთავაზობთ:

** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** Fitpass-ის კლუბის წევრობა დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი.
** ანაზღაურებადი შვებულებით.
** პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
** სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 დღე
** ანაზღაურება: 800 ლარი

კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 05 09 90.

კომპანიის შესახე დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს FACEBOOK გვერდს: https://www.facebook.com/extrameatpavilion

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ექსტრამით"-ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge

კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე