Робота для біженців з України
გაყიდვების უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 3 თვე. ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი (ხელზე) + ბონუსი 30% ყოველი მოყვანილი მომხმარებლის შემთხვევაში. ასევე ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი (ხელზე) + ბონუსი 50% ყოველი მოყვანილი მომხმარებლის შემთხვევაში. ასევე ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება.
** პრეზენტაციების ჩატარება.
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და მომსახურების ხელშეკრულების დადება.
** გაყიდვების 10-კაციანი გუნდის მართვა
** მომხმარებლების ბაზების კონტროლი

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობიანი
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე