Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: იურია-ფარმა
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"იურია-ფარმა" — ეს არის საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების ჯგუფი, რომელიც ფლობს ფართო საწარმოო შესაძლებლობებს და საქმიანობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

"იურია-ფარმა"-სთვის მთავარი ღირებულება ყოველთვის არის ადამიანები.

ვაცხადებთ ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაოს- განვითარებული კორპორაციული კულტურით და ღირებულებებით;
** ღირსეულ ანაზღაურებას;
** კვარტალურ პრემიას სამუშაოს შედეგების მიხედვით;
** პლანშეტი და კორპორაციული მობილური კავშირი;
** სატრანსპორტო ხარჯების კომპენსაცია;
** მუდმივი განვითარება ტრენინგებით, ვებინარებით და სემინარებით;
** მეგობრულ და დინამიკურ პროფესიონალთა გუნდში მუშაობას.

ფუნქციური მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება მითითებულ ტერიტორიაზე;
** პრომოაქტივობების განხორციელება;
** პრეზენტაციების ჩატარება, კონფერენციებში მონაწილეობა;
** სამედიცინო დაწესებულებების შესყიდვების სამსახურთან თანამშრომლობა;
** აზრის ლიდერებთან (OL) თანამშრომლობა;

მოთხოვნები კანდიდატისთვის:

** უმაღლესი სამედიცინო ან/და ფარმაცევტული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული უნარები (Microsoft Office);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტაცია, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სასიამოვნო იქნება თქვენი გაცნობა.

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Pryimenko.v.n@gmail.com

ან Telegram/WhatsApp/Viber: +380675507256 — ვიქტორია პრიიმენკო, HR მიმართულების ხელმძღვანელი "იურია-ფარმა"-ში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე