Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: KUK
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
საერთაშორისო კომპანია "KUK" არის პრემიული საკვები და ფარმაცევტულ ინგრედიენტების დისტრიბუტორი, 80 წლიანი ისტორიით და 26 შვილობილი კომპანიით ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის კონტინენტზე. ჩვენი მიზანია მსოფლიოში ცნობილი რჩეული ინგრედიენტების მწარმოებლებისა და საკვები და ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლების დაკავშირება, უმაღლესი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად.

www.KUK-ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისურის ცოდნა - წერა, საუბარი, რუსული ენის ცოდნა - დამწყების დონეზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Windows, MS Office, Internet.
** გუნდური მუშაობის უნარი
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სიფრთხილე
** გამოცდილება შესყიდვებში ან კვების მრეწველობაში ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობები

** კლიენტთა მომსახურების მენეჯერი გაყიდვების მენეჯერს უწევს თანაშემწეობას ქუქ-ჯორჯიას მიერ იმპორტირებული პროდუქტების გაყიდვების საქმეში.
** ამზადებს 3 თვის შეკვეთებს მომწოდებლებთან მარაგის მიხედვით და დაგეგმილი გაყიდვების მიხედვით
** კოორდინირებას უწევს მიწოდების პროცესს:
** მწარმოებლისგან იღებს მიღების დადასტურებას
** ბუღალტერიას აწვდის ინფორმაციას იმპორტის გადასახადებთან დაკავშირებით -გადასახადები, მოვალეობები და ა.შ. (თუ საჭიროება მოითხოვს)
** უზრუნველყოფს ყველას საჭირო დოკუმენტის მიღებას იმპორტისათვის (იმპორტის ნებართვა, ანალიზის სერტიფიკატები, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სერტიფიკატები) და რეალიზებისათვის (უვნებლობის თუ ჯანმრთელობის ცნობები)
** შეკვეთილი პროდუქტების ტრანსპორტირების ორგანიზება
** ზედამხედველობს ტვირთის მიღებას, დაზიანების ან შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობებს სატრანსპორტო კომპანიას.
** აქტიურად ურთიერთობს კლიენტებთან, ზრუნავს მაღალი კმაყოფილების დონის შენარჩუნებაზე, კლიენტის "დაკარგვის" შემთხვევაში აცნობოს გაყიდვების მენეჯერს.
** მონაწილეობს ახალი პროექტების დაწყებასა და განვითარებაში (იგულისხმება: ნიმუშების მიწოდება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება, პროგრამაში აქტივობათა შეყვანა, პოტენციური კლიენტების მონაცემების პროგრამაში შეყვანა, კლიენტებთან ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა)
** აწარმოებს კორესპონდენციას მწარმოებელთა იმ ჯგუფზე რომელსაც ემსახურება
** ინფორმაციას აწვდის გაყიდვების მენეჯერს და მომწოდებელს პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ
** მონიტორინგს უწევს რეგულაციების ცვლილებებს დაკავშირებულს ინგრედიენტების და დანამატების გამოყენებასთან საკვებ ინდუსტრიაში.
** ყოველი კვარტლის ბოლოს გაყიდვების მენეჯერთან ერთად აახლებს გაყიდვების გეგმას.

სამუშაო ადგილი: ვაკე- საბურთალოს რაიონი
გრაფიკი: 9 -18 საათამდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

აპლიკანტებმა თავიანთი რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მეილზე: office-ge@kuk.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე