Робота для біженців з України
გაყიდვების პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების პარტნიორი
მომწოდებელი: Dyson24
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"Dyson24" არის B2B IT სერვისებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროვაიდერი, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს სრულმასშტაბიან IT მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მართვასა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე. ჩვენი ძირითადი კლიენტების ბაზა მოიცავს როგორც საშუალო (SMB), ისე (Enterprise) ორგანიზაციებს.

მოკლე აღწერა:

თუ ფლობთ ძლიერ პროფესიულ კავშირებს, ჩვენ გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გაყიდვების პარტნიორი. ეს პოზიცია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური მოქნილობით იმუშაოს და მიიღოს შედეგზე დაფუძნებული, შეუზღუდავი შემოსავალი ახალი კლიენტების მოზიდვისთვის.

თითოეული კონტრაქტის მოცულობა მერყეობს 500 - 10, 000 ლარამდე.

თქვენი როლი:

** ახალი კლიენტების მოზიდვა თქვენი არსებული კავშირებისა და პროფესიული ქსელის გამოყენებით
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება

რატომ ჩვენთან:

** ფიქსირებული + შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება - თქვენი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს წარმატებაზე
** სრული მოქნილობა - თავად განსაზღვრავთ სამუშაო დროსა და მიდგომას
** ჩვენი გუნდის სრული მხარდაჭერა - კომერციული შეთავაზებები, პრეზენტაციები და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა

ვის ვეძებთ:

** ძლიერი პროფესიული ან ბიზნეს კავშირების მქონე პიროვნებას, განსაკუთრებით ფინანსური, ტექნოლოგიური ან წარმოების სექტორებში
** დამოუკიდებელ, მაღალ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პარტნიორს
** გაყიდვებში ან ბიზნეს დეველოპმენტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილებისა და კავშირების შესახებ ელფოსტაზე: hr@dyson24.com

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია Dyson24-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე