|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორ კომპანიას ეხმარება შერჩევის პროცესში.
პრემიუმ მაღაზიათა ქსელის ლისის ფილიალისთვის ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
მაღაზიაში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქცია, რომელიც იმპორტირებულია ევროპიდან და ორიენტირებულია მაღალი სერვისის მქონე მომხმარებელზე.
აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატს ჰქონდეს, ქსელური სუპერმარკეტების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
პოზიცია ექვემდებარება: საოპერაციო ხელმძღვანელს
სამუშაო დღეები: სამშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 07:30-16:30 ან 14:00-23:00 (ტრანსპორტირება დიდუბის მეტროდან), ცვლები გადანაწილებული იქნება სხვადასხვა დღეებზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლისი, ნეკერჩხლის N2
ბენეფიტები: დაზღვევა, ფასდაკლების ბარათი
ვაკანსიაზე შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა:
** უზრუნველყოფს ფილიალის გამართულ, უწყვეტ და შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას კომპანიის ოპერაციული და სერვისის სტანდარტების შესაბამისად;
** მართავს ფილიალის ფინანსურ პროცესებს - სალარო ოპერაციებს, დღიურ ბიუჯეტს, ნაღდი ფულის უსაფრთხოებასა და ნაშთების სიზუსტეს;
** აკონტროლებს პროდუქციის ხარისხს, ვადებს, ფასების სისწორესა და ასორტიმენტის სრულყოფილებას;
** უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის, ჩამოწერისა და ნარჩენების მართვის პროცესების სიზუსტეს და დროულ შესრულებას;
** ზრუნავს გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე - ეფექტური სერვისისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის გზით;
** მართავს დაქვემდებარებული თანამშრომლების გუნდს - გეგმავს, ანაწილებს და აკონტროლებს მათ სამუშაოს;
** უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციას, პროფესიულ განვითარებასა და სტანდარტების ცოდნას;
** ახორციელებს ახალი თანამშრომლების ტრენინგსა და მუშაობის პროცესში ჩართვას;
** ამზადებს და აკონტროლებს სამუშაო გრაფიკებს, შვებულებებსა და დისციპლინურ საკითხებს;
** ახორციელებს ფილიალის ფინანსურ და ოპერაციულ ანგარიშგებებს უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** უზრუნველყოფს პროდუქციის გამართულ შენახვას, FIFO პრინციპის დაცვასა და HACCP სტანდარტების შესრულებას;
** მონიტორინგს უწევს სალარო, სავაჭრო და საწყობის ზონების ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობას;
** უზრუნველყოფს მარკეტინგული და სააქციო შეთავაზებების დროულ განხორციელებას ფილიალის დონეზე;
** ორგანიზებას უკეთებს გენერალურ დასუფთავებასა და ყოველდღიურ ჰიგიენურ სტანდარტებს;
** მენეჯერის ასისტენტის არყოფნისას უზრუნველყოფს ყველა ოპერაციული პროცესის გამართულად შესრულებას.
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები: სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარე მეილზე: hr@onepoint.ge
Subject-ში მიუთითეთ "ფილიალის მენეჯერი".
წარმატებას გისურვებთ!
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|