Робота для біженців з України
გაყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Premium Parts
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
შპს "პპ ჰაბი" - ავტონაწილების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი # 132
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების დახვედრა, მომსახურება და გაცილება, კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** სხვადასხვა არხებში, შემოსულ შეტყობინებებზე უკუკავშირი;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს პერიოდული რეპორტინგი;
** კომპანიის სხვა მიმართულებებთან კორდინირებული მუშაობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე;

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Levan.kentchadze@pp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე