|
დასახელება:
საინვესტიციო მრჩეველი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ საინვესტიციო მრჩეველს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** საერთაშორისო გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო გაყიდვების პროცესის ყოველდღიური ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** უცხოელი ინვესტორებისთვის პრეზენტაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის გადახდის გრაფიკის ცვლილება;
** ნოტარიუსებთან, იურისტებთან და ბანკებთან კომუნიკაციის ადმინისტრირება;
** ვიზიტების, ტურის პროგრამებისა და ტრანსფერის ორგანიზების მხარდაჭერა უცხოელი მომხმარებლებისა და სტუმრებისათვის;
** საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** არქის პროექტებზე ვიზიტების ორგანიზება;
** მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებლის მიერ, მოთხოვნილი ბინის სქემის შემუშავების/ცვლილების კოორდინაცია - მხარეებს შორის შეთანხმება და საბოლოო დასტურის მიღება მობინადრისგან;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** პორტფელში არსებულ კლიენტებთან პროაქტიული კომუნიკაცია, პერიოდულობით გამავალი ზარის განხორციელება მოკითხვის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო მომხმარებლების მომსახურების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|