Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Talkpal
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 7 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ჩვენი კომპანიის შიდა ოპერაციების და მენეჯერისთვის და გაუმჯობესებისთვის ვეძებთ ოპერაციების მენეჯერს.

შენი ძირითადი სამუშაო:

** კომპანიის შიდა თიმებთან აქტიური მუშაობა და მათი დახმარება სხვადასხვა ოპერაციების მიმართულებით
** გარე პარტნიორებთან აქტიური მუშაობა (ოპერაციები)
** ახალი კადრების ონბორდინგი და ოფბორდინგი
** კომპანიის ღონისძიებების ორგანიზება
** ფინანსური გუნდის დახმარება
** მარკეტინგის და სხვა კონტროლინგის ფუნქციები

შენ მოგაქვს:

** ფინანსებში ან ოპერაციებში მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2)
** კრიტიკული აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

გსურს შემოგვიერთდე? გამოგვიგზავნე CV აქ: info+joboperations@talkpal.ai

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის კოდი: 7188-02025.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc. ის თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე