Робота для біженців з України
უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 05 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
კომპანია Space Cargo https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თელავის ფილიალში! (ჭავჭავაძის 8)

ძირითადი მოვალეობები:

** ამანათების მიღება/ დახარისხება, შესაბამის თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათების გაცემა, უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** პერიოდულად საწყობის აღწერა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 15:00 საათი, შაბათი 11:00 - 15:00.. ან 14:30 დან 18:30 მდე. შაბათი: 11:00-15:00 საათამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებასთან ერთად მოქნილ საბონუსე სისტემას;
** სპეც. ტარიფებს კომპანიის სერვისებზე;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge

ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი თელავში).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე