Робота для біженців з України
სოც. მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოც. მედია მენეჯერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 05 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას - სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე.

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა !

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების ჭრილში ყოველ დღე დადებული 1-2სთორი
** აქციების მუდმივი კონტროლი და მისთვის კონტენტის შექმნა. (მარკეტინგისგან ინფორმაციის მიწოდების შემდეგ)
** ყოველკვირეულად მინიმუმ 2რილი და 2პოსტი.
** ედვერთაიზინგი ანუ რეკლამის გაშვება.
** თბილისსა და რუსთავის ობიექტებში კონტენტის გადაღება ყოველთვიურად.
** ქუთაისსა და ბათუმში ვიზიტი კვარტალში მინიმუმ ერთხელ.
** კამპანიებში ჩართვა, ჩვენი მიწოდებული კონტენტის განთავსება.
** ივენთების არსებობის შემთხვევაში მათზე დასწრება და კონტენტის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ხარისხიანი ფოტო და ვიდეო გადაღება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;

განაცხადი გამოგვიგზავნე hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "სოც. მედია მენეჯერი".

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე