|
დასახელება:
ექსპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება
** ჩინური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩინური ბაზრის დეტალური ანალიზი: მომხმარებლის მოთხოვნები, ტენდენციები, კონკურენტები და ფასების პოლიტიკა
** ახალი პროდუქციის შექმნასა და ადაპტაციაში მონაწილეობა ჩინური ბაზრის სპეციფიკის მიხედვით (პროდუქტი, შეფუთვა, პოზიციონირება)
** ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების სტრატეგიისა და სისტემის შექმნა და დანერგვა (დისტრიბუტორები, იმპორტიორები, ონლაინ პლატფორმები)
** პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება ჩინურ კომპანიებთან
** კონტრაქტების, კომერციული პირობებისა და მიწოდების პროცესების კოორდინაცია
** ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი
** გაყიდვების გეგმების შედგენა და შესრულების მონიტორინგი
** გამოფენებში, ბიზნეს შეხვედრებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა ჩინეთში ან ონლაინ ფორმატში
** ბაზრის უკუკავშირის შეგროვება და პროდუქციის/სტრატეგიის გაუმჯობესებაზე მუშაობა
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის მენეჯერი".
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|