"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად წარმოების ელ.კვანძების, ავტომატიკის და მეტროლოგიის საშუალებათა შემოვლა - რევიზია;
** ელ. ენერგიაზე მომუშავე დანადგარების, ელ. კარადების და ელ. მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მათი შეცვლა /შეკეთება;
** ყოველი დილით ჰაერის საკომპრესოროს და წყლის საქაჩი სადგურის მონაცემების აღება;
** ტერიტორიაზე განათების ჩართვა-გამორთვა;
** წარმოების მუშაობის დასრულების და მისი განახლების შემდეგ წყლის ტუმბოს და ჰაერის კომპრესორის ჩართვა/გამორთვა;
** ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან ერთად სარეზერვო ხაზზე გადართვის სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვა დამატებით დავალებებს.
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება
პირობები:
** განაკვეთი: ცვლა ყოველ 4 დღეში ერთხელ,
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
https://hel-ai.com/apply/mNIibCZc
|