Робота для біженців з України
სამკაულის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამკაულის კონსულტანტი
მომწოდებელი: ცვარა
გამოქვეყნდა: 05 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
ქართული საიუველირო კოპანია "ცვარა" აცხადებს სამკაულის კონსულტანტის ვაკანსიას ქ.თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიაში.

მდებარეობა: ქ.თბილისი, სავაჭრო ცენტრი "აქსის თაუერსი", ვაკე.

სამუშაო დღეების რაოდენობა: კვირაში 3 ან 4 დღე (მეწყვილესთან შეთანხმებით).
ანაზღაურება: თვეში ფიქსირებული 600 ლარი და აღნიშნულ ხელფასს დაემატება პროცენტული ანაზღაურება (ბონუსი) ინდივიდუალურად გაყიდული პროდუქციიდან.

ძირითადი მოვალეობები:

შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, ანგარიშსწორების წარმოება, მაღაზიის სივრცეში წესრიგის შენარჩუნება.

პერსონალური უნარები:

** ქართულ ენაზე სრულფასოვანი კომუნიკაციისა და აზრის გამართულად გადმოცემის უნარი.
** ინგლისურ ენაზე სასაუბრო დონეზე კომუნიკაციის უნარი.
** ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კეთილგანწყობილება, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
** სასურველია სახელოვნებო, ან სილამაზის სფეროში გარკვეული გამოცდილების ქონა.
** ნებისმიერი უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად კომპანიაში სამომავლო კარიერული წინსვლის მიმართულებით.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამ-დღიან ტრენინგსა და სწავლებას, რის შემდგომაც კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ, ან ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: tsvarasales@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!

"ცვარას" პროდუქციის გასაცნობად ესტუმრეთ ვებ.გვერდს: http://Www.tsvara.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე