|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
Montisio
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
ბუტიკ-სასტუმრო "Montisio" კომპლექს "ახალ გუდაურში" აცხადებს ბარმენის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: ბარმენი
ადგილმდებარეობა: გუდაური
ანაზღაურება: 1600 ლარი
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** შეკვეთის და თანხის მიღება;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
** სტუმართან პერმანენტული კომუნიკაცია, მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** დროულად და სათანადოდ მოახდინოს შეკვეთილის მომზადება;
** ზედმიწევნით კარგად იცნობდეს სასმელების მენიუს;
** სტუმრისგან მოიპოვოს ინფორმაცია მიღებული პროდუქტის და მომსახურების ხარისხზე;
** საჭიროების შემთხვევაში აღწერაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იცის ტერმინალის გამოყენება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** სავალდებულოა მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა, დამატებით ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი;
** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით და საცხოვრებლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hotelmontisio@gmail.com
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
|
|
|
|