Робота для біженців з України
სტაჟიორი ბუღალტერიის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერიის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 05 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Sleep&Bed", Icrhomebatumi და ონლაინ მაღაზია ICRHOME.

შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საბოლოო დასაქმების პერსპექტივით ავეჯის პროექტის მიმართულებით ბუღალტერიის დეპარტამენტში.

სტაჟირების ვადა 6 თვემდე, დამოკიდებულია კანდიდატის უნარებსა და შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესწავლაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
განაკვეთი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. გრაფიკის შეთავსება შესაძლებელია გამოცდებთან და ლექცია/სემინარებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ან სწავლობენ ACCA-ის პირველ დონეზე.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ჩემი სახლი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე