Робота для біженців з України
კარდიოლოგიის და კარდიოინტერვენციის მორიგე ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კარდიოლოგიის და კარდიოინტერვენციის მორიგე ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 05 იანვარი / ბოლო ვადა: 27 იანვარი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის და კარდიოინტერვენციის დეპარტამენტში მორიგე ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის მე-4 კურსისი სტუდენტის ცნობა.
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება:
** შიდა სტანდარტების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი (Microsft Word, Excel)

სამუშაო განრიგი: მორიგე - ოთხ დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე