|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
საქკაბელი
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის, ფასის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ
** პროდუქციის გაყიდვა და შესაბამისი წესით კლიენტთან ანგარიშსწორება
** გაყიდული პროდუქციის შესაბამისი წესით აღრიცხვა
** გარკვეული პერიოდულობით მაღაზიის ინვენტარიზაციისა და აღწერების პროცესში ჩართულობა
** მაღაზიის მარაგების მუდმივი კონტროლი და შეკვეთების დროულად განთავსება პროდუქციის დანაკლისის ან ზედმეტობის თავიდან აცილების მიზნით
** საწყობიდან მოსული პროდუქციის შესაბამისი წესის დაცვით მიღება და განსაზღვრული წესის შესაბამისად განლაგება
** მაღაზიის იერსახეზე - პროდუქციის, ფასმაჩვენებლების, დახლების, ბანერების და ა.შ. სწორ განლაგებაზე მუდმივი ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები
თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კონსულტანტი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 571 50 87 71
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|