|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
HVAC სისტემების კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წლიური მარკეტინგული აქტივობების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება/დაგეგმა/ბიუჯეტირება/განხორციელება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს სისტემური კვლევა/ანალიზი;
** კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** მომხმარებელთან უკუკავშირის ჯგუფის მართვა;
** სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
** კომპანიის პროდუქციის და მომსახურების ზრდაზე ზრუნვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი; სამუშაო
ადგილი: ქ თბილისი ანაზღაურება : 3000-4500 ლარი (გამოცდილების მიხედვით) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი; 10:00-18:00 სთ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hvac.geohub@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hvac.geohub@gmail.com
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|