|
დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Premium Leasing
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 31 იანვარი
|
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხარებლებისთვის;
** დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
** დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
** პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა,
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი:
ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, რ. აგლაძის ქუჩა N15
(შესაძლებელია სამუშაო ადგილის დროებითი ცვლილება, თბილისის მასშტაბით)
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00;
ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (ცვლიანობის განრიგით)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@premiumleasing.ge
ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
|
|
|
|