|
დასახელება:
სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
Smart Academy
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება, 4 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი.
ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე სტაჟიორს გაყიდვების მიმართულებით.
რას გააკეთებ სტაჟირების ფარგლებში:
** პროდუქტების შესწავლა: აკადემიის კურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დეტალური გაცნობა;
** კომუნიკაცია მომხმარებლებთან: უკვე არსებულ / პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება;
** დოკუმენტაციის მართვა: გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება და მოწესრიგება;
** CRM სისტემაში მუშაობა: მონაცემთა ბაზების განახლება და სტატუსების მართვა;
** მხარდაჭერა: გაყიდვების მენეჯერების დახმარება ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში.
ჩვენი მოლოდინები:
** ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გაქვს ეფექტური კომუნიკაციისა და გამართული წერის უნარი;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული;
** გაქვს სურვილი, კარიერა განავითარო გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) საბაზისო ცოდნა.
რას მიიღებ ჩვენგან:
** პრაქტიკულ ცოდნას: ისწავლი გაყიდვების ტექნიკებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგიას;
** რეალურ ქეისებზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდს, რომელიც ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს;
** დასაქმების პერსპექტივას: სტაჟირების საუკეთესო მონაწილეები დასრულების შემდეგ განიხილებიან გუნდის მუდმივ წევრებად;
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში 35 საათი); (სტუდენტებისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი);
** ადგილი: თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით".
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "სმარტ გრუფის" მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
|
|
|
|