|
დასახელება:
ტალანტების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Smart Academy
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება, 4 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი.
ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ტალანტების მხარდაჭერის სპეციალისტს.
რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები:
** აკადემიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** კურსის მიმდინარეობის მართვა და მონიტორინგი;
** სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათი ტექნიკური მხარდაჭერა;
** კურსის ხარისხის მართვა;
** რეპორტინგი;
ჩვენი მოლოდინები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** შეეძლება ქართულ ენაზე ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ეცოდინება საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დარგში;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** პროფესიულ განვითარებას: 50%-დან 100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე.
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში 35 საათი);
** ადგილი: თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "ტალანტების მხარდაჭერის სპეციალისტი".
ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპს და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობიან ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "სმარტ გრუფის" მიერ, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
|
|
|
|