|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Smart Academy
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება, 4 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი.
ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.
რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები:
** B2B გაყიდვების მართვა: პოტენციური კორპორატიული კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზის შექმნა და აქტიური კომუნიკაცია;
** ბიზნეს-შეთავაზებების მომზადება: კომპანიების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო პაკეტებისა და სპეციალური შეთავაზებების შემუშავება;
** სტრატეგიული დაგეგმვა: კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმების შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება: შეხვედრების ორგანიზება კომპანიების HR მენეჯერებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
** პარტნიორობის მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათი საჭიროებების მუდმივი მონიტორინგი;
** რეპორტინგი: გაყიდვების პროცესის ანალიზი და ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
ჩვენი მოლოდინები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ საბონუსე სისტემას, რომელიც მიბმულია შენს მიერ მოზიდულ კორპორატიულ პროექტებზე;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** პროფესიულ განვითარებას: 50%-დან 100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე.
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში 35 საათი);
** ადგილი: თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნე აქ: talents@smartacademy.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|