|
დასახელება:
ვიდეო კონტენტის შემქმნელი
|
| მომწოდებელი:
triart.ge
|
|
გამოქვეყნდა: 05 იანვარი
/ ბოლო ვადა: 05 თებერვალი
|
კომპანია "ტრიარტი" ეძებს კრეატიულ და პრაქტიკულ ვიდეო კონტენტის შემქმნელს, რომელიც იმუშავებს უშუალოდ ჩვენი შოურუმიდან და შექმნის თანამედროვე, გაყიდვაზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენტს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, Triart-ის შოურუმი
თანამშრომლობის ფორმა: შეთანხმებით (/ ნახევარი განაკვეთი / პროექტული)
რას გთავაზობთ:
** სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს (პროფესიონალური განათება და ხმის ჩამწერი აპარატურა ადგილზე)
** საინტერესო პროდუქტი პრემიუმ სეგმენტში
** სტაბილურ თანამშრომლობას და გრძელვადიან პერსპექტივას
** კრეატიულ თავისუფლებას და რეალურ გავლენას ბრენდის განვითარებაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო სცენარების მომზადება და შეთანხმება მარკეტინგის გუნდთან
** პროდუქტისა და შოურუმის ვიდეო გადაღება
** ვიდეო მონტაჟი (Reels, Shorts, Promo, Showcase)
** კონტენტის ადაპტირება სოციალურ ქსელებზე (Instagram, Facebook, TikTok)
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა
მოთხოვნები:
** ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
** სცენარზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კადრის, სინათლისა და ხმის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და კრეატიული ხედვა
** სასურველია გამოცდილება ინტერიერის/ავეჯის/დიზაინის კონტენტში
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ: პორტფოლიო ან ნამუშევრების ლინკი, მოკლე ინფორმაცია თქვენს გამოცდილებაზე
საკონტაქტო ელფოსტა: v.gelashvili@toptrans.ge
|
|
|
|