Робота для біженців з України
ოპერაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Tiflis Village
გამოქვეყნდა: 04 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
სამშენებლო კომპანია, შპს "Tiflis Village", რომელიც მუშაობს კოტეჯებისა და დაბალსართულიანი მშენებლობის მიმართულებით, იწვევს ოპერაციულ მენეჯერს კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის მართვისთვის.

კომპანია მუშაობს სრულ ციკლში: გაყიდვები, პროექტირება, ხარჯთაღრიცხვა, მშენებლობა და ობიექტების გადაცემა.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი
** გაყიდვების განყოფილების, არქიტექტორის, ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისა და სამშენებლო გუნდების მუშაობის კოორდინაცია
** ვადების, დაკისრებული სამუშაოებისა და შეთანხმებების შესრულების კონტროლი
** ბიზნეს-პროცესების რეგულირებასა და მათი შესრულების კონტროლში მონაწილეობა
** კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.
** რეგულარული მართვის ანგარიშგება მფლობელისთვის

მოვალეობებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან დეველოპერულ სფეროში
** ოპერაციული საქმიანობის ან პროექტების მართვის გამოცდილება
** სამშენებლო პროცესების, ეტაპებისა და სამუშაოების შესრულების ლოგიკის გაგება
** პროცესების გამართვისა და სამუშაოების შედეგამდე მიყვანის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სამშენებლო პროექტების ვადებისა და მათი საბაზისო ეკონომიკის გაგება
** ქართული ენის სავალდებულო ცოდნა
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა

პირობები:

** მუშაობა მზარდ სამშენებლო კომპანიაში
** პასუხისმგებლობის სფეროს გაფართოების შესაძლებლობა
** ხელფასის დონე განისაზღვრება ინდივიდუალურად გასაუბრების დროს
** თანამშრომლობის ფორმა და გრაფიკი განისაზღვრება შეთანხმებით

ჩვენ განვიხილავთ კანდიდატების, რომელთაც აქვთ მიზანდასახულობა შედეგზე და გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - +995 595405511; Ggtsvet10@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე