Робота для біженців з України
სტიუარდი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: Skio Gudauri
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 03 თებერვალი
"SKIO გუდაური" - ზამთრის კურორტის სეზონური აპარტ-სასტუმრო და რესტორანი - აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოში სტიუარდინგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო განრიგი: სრული, 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1500 ლარი
სასტუმრო უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით

ფუნქცია-მოვალეობა

** სამზარეულოს სივრცეების, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ტექნიკის, აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების სისუფთავის უზრუნველყოფა -სამრეცხაოს ტექნიკასთან მუშაობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა, ობიექტზე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ეფექტური თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან, მათი დახმარება და ხელშეწყობა სამუშაო პროცესში, საჭიროებისამებრ
** სამრეცხაოს სასაწყობე სივრცის მონიტორინგი, მონაცემთა აღრიცხვა და დამუშავება

მოთხოვნები და უნარები:

** კარგი ორგანიზაციული უნარი
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი
** ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა
** პიროვნული მოწესრიგებულობა
** მეგობრული კომუნიკაციის დამყარება სხვა თანამშრომლებთან
** პასუხისმგებლობის გრძნობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ამ ნომერზე: 577 630 022
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე