Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Black & White London
გამოქვეყნდა: 03 იანვარი / ბოლო ვადა: 03 თებერვალი
კომპანია "Black & White London", წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100-მდე სხვადასხვა ბრენდული კომპანიის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს.

მაღაზია "Black & White London" მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 52 ნომერში
სამუშაო ადგილი: თბილისი

მაღაზია Black & White London აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** პროდუქციის განლაგება, დალაგება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** თაროების მოწესრიგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ზოგადი პირობები:

** სამუშაო გრაფიკი დღეში 11:00-იდან 21:00-მდე, ყოველი მესამე დღე დასვენებაა;
** უნიკალური და მოქნილი სახელფასო სისტემა
** ხელფასი: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსები.

პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ფლობს საშუალო დონეზე ინგლისურ და რუსულ ენებს;
** ჰქონია გაყიდვების სისტემასთან სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე: info@blackandwhite.london
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე