სამედიცინო სახარჯი მასალების მომწოდებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებებთან მოლაპარაკებების წარმართვა და პროცესის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფა;
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და კლიენტთა ბაზის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პარტნიორებისთვის ხელშეკრულების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში განახლება და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
** გაყიდვების პროცესის მართვა, გაყიდვების ძაბრის შესაბამისად და მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
** კომპანიის პროდუქციის დეტალურად ცოდნა და მისი პრეზენტირება B2B პარტნიორებთან.
რას ველით შენგან:
** სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის, გაყიდვების მენეჯერის ან შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სამედიცინო სექტორში.
** სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და შესყიდვების მენეჯერებთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართულად მეტყველებისა და პრეზენტირების კარგი უნარები;
** MS Office;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას+შესრულების ბონუსი;
** დისტანციური სამუშაო;
** მოქნილი სამუშაო საათები;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სახელფასო მოლოდინი მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacanymed@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება)
მითითებულ ელ. ფოსტაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და შეინახოს 1 წლის ვადით.
|