Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=691582&print=yes&view=jobs
 
ნოუთბუქების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნოუთბუქების ინჟინერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ნოუთბუქების ინჟინერი, ქალაქში - თბილისი.

"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს, როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვებისა და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის პირველი შესახვევი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნოუთბუქების დიაგნოსტიკა, სარემონტო სამუშაოები და დაშლა/აწყობა სტანდარტების დაცვით;
** გადანაწილებული ნივთების პრიორიტეტულობის მიხედვით დროული მომსახურება;
** დიაგნოსტიკის შედეგებისა და სარემონტო სამუშაოების ასახვა შესაბამის პროგრამებში;
** საჭირო მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მოთხოვნის დაყენება დადგენილი წესით;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში დროული კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრაში ჩართულობა;
** ვადებთან დაკავშირებული შეფერხებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამის ერთეულთან;
** სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ნივთის ტესტირება და გამართულად მუშაობის დადასტურება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება ელექტრონიკის, მიკროელექტრონიკის ან ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** ოპერატიულ სისტემებთან (ვინდოუსი/ლინუქსი) მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის/დეტალების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტა"-ს უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა ვაკანსიის ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GeBIStj
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია