Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=691563&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 იანვარი
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, სავაჭრო აგენტის პოზიციაზე.

სავაჭრო აგენტის სამუშაო მოვალეობები:

** მაღაზიებში ვიზიტი დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
** შეკვეთების პროგრამული ასახვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
** სავაჭრო წერტილებში (პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით მოწესრიგება);
** დაბრუნებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ქსელებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
** ახალი ობიექტების მოძიება (არსებულ ქსელში);
** თვის გაყიდვების გეგმების შესრულება;
** სამუშაო საათების ათვისება სრულად გაწერილი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით;
** GPS - კონტროლი, GPS უნდა ჩაირთოს სამუშაო საათების დაწყებისას და გამოირთოს დასრულებისას;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის სამუშაო მოვალეობების ფარგლებში.

სავაჭრო აგენტმა:

** ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს პროდუქციის მახასიათებლები და სადისტრიბუციო ქსელი;
** შეძლოს კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება - პროდუქციის პრეზენტაცია, შეკვეთის ფორმირება;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზები მისი უფლებამოსილების ფარგლებში ან წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს.

დაუშვებელია: ობიექტზე ვიზიტის გარეშე (დისტანციური) შეკვეთების გაფორმება (გამონაკლისი შემთხვევის გარდა).

კომპანიის შეთავაზება:

** თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gah.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღება: 12 იანვარი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია