|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
ბექას სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
თუ მოკლე ვიდეოების შექმნა შენი სუპერძალაა, "ბექას სკოლას" ზუსტად შენნაირი კონტენტ კრეატორი სჭირდება!
ინგლისური ენის ცენტრი "ბექას სკოლა" (http://www.bekas.school) ეძებს კონტენტ კრეატორს, რომელსაც აქვს უნიკალური უნარი, ინგლისური ენის შესწავლა აქციოს გასართობ, დინამიკურ და ვირუსულ მოკლე ვიდეოებად!
ჩვენი მთავარი ფოკუსია TikTok, მაგრამ ასევე Instagram და Facebook.
გვჭირდება ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სოციალური ქსელების ალგორითმებს და ტრენდებს და ზუსტად იცის, რა აინტერესებთ ქართველ ახალგაზრდებს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სტრატეგია და დაგეგმვა: კონტენტ სტრატეგიის, ლაინების შექმნა და კალენდრულად დაგეგმვა TikTok, Instagram და Facebook-ისთვის
** იდეების გენერირება: ვიდეოების იდეების და სცენარების შექმნა მიმდინარე ტრენდებთან და სამიზნე აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობაში
** შექმნა და მონტაჟი: მაღალი ხარისხის, დამონტაჟებული (Capcut) და დასრულებული მოკლე ვიდეოების შექმნა
კონტენტის ტიპი და მიზანი:
** ფორმატი: 1-2 წუთიანი, დინამიკური მოკლე ვიდეოები
** შინაარსი: გასართობი, შემეცნებითი და სამოტივაციო კონტენტი ინგლისური ენის გარშემო
** სტილი: ახალგაზრდული, ავთენტური, სახალისო, ტრენდული მუსიკით, იუმორით და ვიზუალური ეფექტებით
** მიზანი: "ბექას სკოლის" პოპულარიზაცია და ახალი სტუდენტების მოზიდვა
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავსი ტიპის კონტენტის შექმნის გამოცდილება
** TikTok/Reels ტრენდების ცოდნა და მუდმივი ინტერესი
** კრეატიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დროულად შესრულების უნარი
** ენერგიულობა და პროაქტიულობა
როგორ მოხვდე ჩვენს გუნდში?
გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო (ან მოკლე ვიდეოების ლინკები) ელფოსტაზე: info@bekas.school
ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2026 წ.
მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად.
|
|
|
|