"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს სასტუმროს სისტემის შეუფერხებელი მუშაობა (ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად);
** სასტუმროში არსებული სისტემების (პროგრამული უზრუნველყოფა/ტექნიკა) სათანადო დაცულობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების დარეგისტრირება/შემოწმება;
** მომსახურების მხარდაჭერა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა:
- ფრონტ ოფისის სისტემები
- სატელეფონო სისტემები
- გაყიდვების სისტემები
- Back Office სისტემები
- სერვერები და პერსონალური კომპიუტერები/ლეპტოპები
- ლოკალური და ფართო ზონის ქსელები
- ვიდეო სისტემები
- ციფრული ნიშნების სისტემები
- პრინტერები და სხვა მსგავსი მოწყობილობები
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სასტუმრო სფეროში).
** ინგლისური ენის ფლობა მინიმუმ B2 დონეზე;
** გამოცდილება სასტუმროსთან დაკავშირებულ შემდეგ სისტემებთან: Opera Cloud | Micros pos;
** სასურველია გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში: უკაბელო ქსელები, ქსელის გადამრთველები, WAN/LAN // firewall და VPN სისტემები, Microsoft ქსელის ადმინისტრატორის სერტიფიკატები (MCSA ან MCSE).)
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას);
** კვებითა და დაზღვევით უზრუნველყოფა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|