|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
გალილეო ფიტნესი
|
|
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს პასუხისმგებლობიან და ტექნიკურად მოაზროვნე ტექნიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ფიტნეს აღჭურვილობის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქერჩის ქუჩა #6დ
რა გევალება?
** ფიტნეს აღჭურვილობის, ტრენაჟორები, გამართული მუშაობის კონტროლი;
** ტექნიკური გაუმართაობების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** რეგულარული ტექნიკური შემოწმებებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** მცირე ტექნიკური შეკეთებების შესრულება ადგილზე;
რას ველოდებით შენგან?
** ტექნიკური განათლება ან შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ფიქსირებული ანაზღაურება;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** თანამედროვე ფიტნეს სივრცეში უსასყიდლოდ ვარჯიშის შესაძლებლობა.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე 30 იანვრის ჩათვლით მისამართზე: tamtag186@gmail.com
|
|
|
|