Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო ვეტერინარია
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
ჩვენ გახლავართ საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია, რომელიც ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 700-მდე სხვადასხვა კვლევას. ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად.
ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი "აგრო ვეტერინარია" აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციას.

ვაკანსიის განხილვაში იქნება სტუდენტებიც და შევთავაზებთ მათზე მორგებულ გრაფიკს;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველი გამოცდილება ჰქონდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულო არ არის);

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@internationallaboratory.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე