Робота для біженців з України
სოციალური მუშაკი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მუშაკი
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
შპს "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" ვაკანსიას აცხადებს სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

დაწესებულების მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი №2
სტრუქტურული ერთეული, ქვესტრუქტურა ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილება

ორგანიზაციული იერარქია:

ვის ექვემდებარება (თანამდებობა) განყოფილების უფროსს;
ვინ ექვემდებარება (თანამდებობა);
ვინ ცვლის საჭიროების შემთხვევაში (თანამდებობა) სოციალური მუშაკი;
ვის ცვლის საჭიროების შემთხვევაში (თანამდებობა) სოციალური მუშაკს.

შესასრულებელი სამუშაოები:

** კანონმდებლობით დადგენილი წესით აუცილებელი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება პროგრამაში ჩართვისთვის, ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების ერთიანი მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავ პაციენტებთან გასაუბრება და სოციალური მდგომარეობის შეფასება, დოკუმენტირება;
** პაციენტის სოციალური მხარდაჭერა, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და დასაქმების პროგრამებში;მონაწილეობის მხარდაჭერა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების მოძიება და ინფორმაციული მხარდაჭერა;
** პაციენტის სოციალური მდგომარეობის შესახებ ექიმის და ფსიქოლოგის ინფორმირება, დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერის წარმოება. პაციენტის მიგრაციისას საჭირო პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის წევრების ინფორმირება პაციენტის სოციალური საჭიროებების საკითხებთან დაკავშირებით.ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; შინაგანაწესის, შრომის დისციპლინის, დამტკიცებული ინსტრუქციების, კანონით დადგენილი ნორმების განუხრელი დაცვა;
** მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** განყოფილების უფროსის მითითებების შესრულება.

პასუხისმგებლობა:

** სამუშაო ადგილზე დროულ გამოცხადებაზე და სამუშაოს უნებართვოდ მიტოვებაზე;
** სამუშაოს არ შესრულებაზე და/ან არაჯეროვან შესრულებაზე; უსაფრთხოების წესების დარღვევაზე;
** ცენტრის შინაგანაწესის, დამტკიცებული წესების და საქართველოს კანონმდებლობით გათავლისწინებული ნორმების დარღვევაზე; პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის არასათანადო დაცვაზე და გაცემაზე;

უფლებამოსილება:

** მოითხოვოს შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო ინფორმაცია;
** გაეცნოს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ინსტრუქციებს, წესებს, რეკომენდაციებს, ბრძანებებს, დადგენილებებს, კანონებს და გაიდლაინებს;
** ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკის სერტიფიკატს;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე