Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: Match Up Consulting
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული ბუღალტერი, რომელმაც იცის რუსული ენა, მუშაობს BALANCE-ში და ORIS -ში სწორედ შენ გეძებთ!

"Match Up Consulting" პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს დამხმარე ბუღალტერს.

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა; აპრილიდან- ორთაჭალა)
** ორშ-პარ 10:00-18:00
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი ხელზე ასაღები

დამხმარე ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** საგადახდო დავალებების მომზადება, გადამოწმება და განხორციელება;
** საბანკო რეკვიზიტების სისწორის კონტროლი და დროული გადახდა კონტრაგენტებისთვის;
** პირველადი დოკუმენტების შეგროვება, რეგისტრაცია და სისტემატიზაცია: ინვოისები, აქტები, კონტრაქტები;
** საბუღალტრო აღრიცხვისთვის პირველადი დოკუმენტების მომზადება მთავარი ბუღალტრისთვის;
** გადახდებისა და პირველადი გადახდების შიდა რეესტრის წარმოება (Excel-ში, Google sheet- ში ან სხვა სისტემაში);
** ოპერაციების სისწორის გადამოწმება, მთავარ ბუღალტერთან ურთიერთქმედება;
** ფინანსური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

გაგვიხარდება თუ:

** გაქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** იცი ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები და საგადახდო კანონმდებლობა;
** კარგად ფლობ Excel / Google Sheets;
** გიმუშავია Balance, Oris, CRM პროგრამებში;
** იცი ქართული და რუსული ენები კარგად;
** გიმუშავია ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგ კომპანიაში ან თანამშრომლობდი რომელიმე მსგავს კომპანიასთან.

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/0xTi8
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე