Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი ტუროპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი ტუროპერატორი
მომწოდებელი: Traveline Tourism
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
კომპანია: "Traveline Tourism" - https://traveline-tourism.com/ ვაკანსიას აცხადებს ინგლისურენოვანი ტუროპერატორის (Back Office) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ქალაქის ცენტრი (ძველი თბილისი)
გრაფიკი: სრული განაკვეთი, ოფისში 10:00-19:00

ანაზღაურება: ონბორდინგიც ანაზღაურებადია საწყისი ანაზღაურების 50%. ანაზღაურება იწყება 800 ლარიდან/თვეში (ზრდა გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით).

პოზიციის მოკლე აღწერა: ვეძებთ მოტივირებულ, პოზიტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს Back Office ტუროპერატორის პოზიციაზე.
ეს არის იდეალური დასაწყისი მათთვის, ვისაც სურს ტურიზმში კარიერის დაწყება: იმუშავებ კომფორტულ ოფისში და ყოველდღიურად იკონტაქტებ საერთაშორისო პარტნიორებთან, სასტუმროებთან, მძღოლებთან, გიდებთან და საერთაშორისო მოგზაურებთან.
ტურიზმში გამოცდილება აუცილებელი არაა ტრენინგს ჩაგიტარებენ ტურიზმის ექსპერტები და გასწავლიან ყველა საჭირო უნარ-ჩვევას, ამიტომ "არაფრის შეგეშინდეს" ჩვენ ეტაპობრივად გასწავლით ყველაფერს.

მთავარი მოვალეობები:

** ტურების ოპერაციული კოორდინაცია (საქართველო / სომხეთი / აზერბაიჯანი და პარტნიორული მიმართულებები);
** ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია ტურისტებთან და პარტნიორებთან (წერილები, ზარები);
** სასტუმროების, ტრანსფერების, გიდების და სხვა სერვისების დადასტურება და მართვა;
** მარშრუტების (itinerary) მომზადება/განახლება და პროცესების კონტროლი;
** სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე და ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა.

აუცილებელი მოთხოვნა:

** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (თავისუფალი კომუნიკაცია აუცილებელია).

ვის ერგება ეს პოზიცია:

** ვინც კომფორტულად გრძნობს თავს ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში;
** ვინც არის პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული და ენერგიული;
** ვინც სწრაფად სწავლობს და სურს პროფესიული ზრდა;
** ვისაც უყვარს ტურიზმი და უნდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება.

რას მიიღებ ჩვენთან:

** მეგობრული გარემო და პროფესიონალური გუნდი;
** რეალური კარიერული ზრდის შესაძლებლობა ტურიზმში;
** საერთაშორისო კომუნიკაციის გამოცდილება;
** ძლიერი პრაქტიკული უნარები ტუროპერირებაში.

როგორ მოგვმართო:

გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) და მოკლე ტექსტი (2-4 წინადადება) შენს შესახებ საიტიდან: https://traveline-tourism.com/contact, ან info@traveline.ge

სათაური/მესიჯი: "English-Speaking Tour Operator (Back Office) - CV"
გაითვალისწინეთ, რეზიუმე ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე