|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ჰოლდინგ.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
Holding.ge წარმოადგენს წამყვანი ქართული კომპანიების გაერთიანებას, რომლებიც ინოვაციურად და წარმატებით ოპერირებენ ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა: რითეილი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, ტურიზმი და HoReCa სექტორი.
Holding.ge-ს თანამფლობელობაში შემდეგი კომპანიებია: დეილი ჯგუფი, რითეილ ლოგისტიკა, ფუდსერვის დისტრიბუცია, ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე, ტურისტული კომპანია "ვია თრეველი", ზოო მაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი", სასტუმრო "ყვარლის ტბა" და "ყვარლის ბაღები".
"Holding.ge" ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00სთ-17:00სთ
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** ხარჯების ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მათი გადამოწმება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება/გაგზავნა, საგადასახადო სამსახურთან კომუნიკაცია;
** საგადასახადო პორტალ RS.GE_ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების გასწორება/კონტროლი;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
** სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის, დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Vacancy@holding.ge, გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი"
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება Holding.ge-ს მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე vacancy@holding.ge შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|