Робота для біженців з України
ვიდეო მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მემონტაჟე
მომწოდებელი: SlaySong
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
კომპანია "SlaySong" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მემონტაჟის პოზიციაზე.

SlaySong არის სწრაფად მზარდი სტარტაპ კომპანია, რომელიც ქმნის მომხმარებელზე მორგებულ პერსონალურ სიმღერებს. კომპანია ოპერირებს ევროპის 7 ქვეყანაში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:30-19:00.
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** UGC და სარეკლამო ვიდეოების დამზადება ტექნიკური დავალების მიხედვით;
** ვიდეო ფორმატის ცვლილება (9:16, 1:1, 4:5);
** მუსიკის, ტექსტების, სუბტიტრებისა და ხმოვანი ეფექტების ზუსტი სინქრონიზაცია;
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** Adobe Premiere Pro-სა და CapCut-ის ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სასურველი გამოცდილება:

** UGC სტილის ვიდეოების მონტაჟი;
** ციფრული მარკეტინგული მასალის მონტაჟი;
** DTC ბრენდებთან მუშაობა;
** ჰუკების გამოყენება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და თანმიმდევრულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@slaysong.com 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ვიდეო მემონტაჟე

"კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე