Робота для біженців з України
ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი / ბოლო ვადა: 30 იანვარი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი

ძირითადი ფუნქციები:

** Java -ს გამოყენებით ავტომატური ტესტ ქეისების შექმნა;
** RestAssured-ის გამოყენებით რთული API ტესტების შექმნა და განვითარება;
** TestNG-ის გამოყენებით ტესტების წერისა და ავტომატური პროცესების მართვა;
** Appium-ის გამოყენებით მობილური აპლიკაციების ავტომატიზაციის ტესტების შექმნა და განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** K6 გამოყენებით პერფორმანს ტესტირების სცენარების შექმნა;
** ჩვენი გუნდის წევრების სწავლების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** სასურველია სერთიფიკატი ტესტირების ან პროგრამირების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და გამოცდილება:

** კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებული სფეროს ხარისხი;
** 4+ წლის გამოცდილება QA ავტომატიზაციის სფეროში, მათ შორის Java, RestAssured, TestNG, Appium-ში;
** გამოცდილება K6-ის გამოყენებით პერფორმანს ტესტირებისთვის;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური და სრულყოფილი ტესტ რეპორტების შექმნა (Allure, Report portal);
** სასურველია CI/CD გამოცდილება;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2026 წელი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე