|
დასახელება:
QA Manual ტესტერი
|
| მომწოდებელი:
Hash Bank
|
|
გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 30 იანვარი
|
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
პოზიციის დასახელება: QA Manual ტესტერი
ძირითადი ფუნქციები:
** სისტემის სპეციფიკაციების გამოკვლევა და ანალიზი;
** ტესტ-ქეისების აღწერა/შესრულება;
** რეპორტის შექმნა ტესტირების ფაზებისა და დეფექტების დოკუმენტირებისათვის;
** QA ინჟინერებთან თანამშრომლობა ეფექტური სტრატეგიების და ტესტირების გეგმების შემუშავებაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** Jira, Confluence - ის სამუშაო გამოცდილება;
** Testrail, Postman ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
** ტესტირების მეთოდოლოგიების ცოდნა;
** 2 წლიანი გამოცდილება ფუნქციური და არა ფუნქციური ტესტირებაში;
** პროგრამული უზრუნველყოფის QA მეთოდოლოგიების ძლიერი ცოდნა;
** დიზაინის ტექნიკების ცოდნა;
** ტექნოლოგიების ცოდნა: HTTP, HTML, CSS, XML/JSON;
** პრაქტიკული გამოცდილება API (REST);
** Swagger-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან, MS SQL, T-SQL მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2026.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
|
|
|
|